ქვიშხეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ტრაილერი და სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა, არიან დაშავებულები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
