არგენიტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში პირველი ქართული ეკლესია აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას „არგენტინის სახლი საქართველოში“-ს თავმჯდომარე, ნიკოლოზ პატარქალიშვილი ავრცელებს.
“ღმერთმა დალოცოს მაღალყოვლადუსამღვდელოესი ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი!!!
საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობასთან, რომელზეც ვაცნობე, რომ არგენტინის რესპუბლიკის სხვადსხვა ქალაქებში ცხოვრობენ ქართველები და “არგენტინის სახლი საქართველოში” (თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი) მასშტაბური პროექტის განხორციელების შემდეგ, დედაქალაქ ბუენოს აირესში საფუძველი ჩაეყრება პირველი ქართული ეკლესიის მშენებლობას!
P.S. კულტურული და საქმიანი თანამშრომლობის საერთაშორისო ასოციაციის “არგენტინის სახლი საქართველოში” მიერ მომზადებული სახელმწიფო და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მ.მესხისა და ს. მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირს, ხელს შეუწყობს საქართველოსა და სამხრეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაისა და პარაგვაის ქვეყნებთან კულტურული, სპორტული, ტურისტული და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.
აგრეთვე, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ორმხრივი კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენას. ასევე, საქართველოსა და აფხაზ და ოს ხალხებთან – ერთიან ძმურ ოჯახში ცხოვრებას !!!!”,- წერს ნიკოლოზ პატარქალიშვილი ფეისბუქში.
