LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

კორონავირუსით ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმი, 65 ლის ნინა მერაბიშვილი გარდაიცვალა. ის მკურნალობას თბილისში გადიოდა. აღნიშნულ კლინიკაში ბოლო პერიოდში კორონავირუსით  ექიმის გარდაცვალების ეს მესამე შემთხვევაა.

ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ  ექიმ-ფტიზიატრს ნ.მ–ს სხვა თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

sknews.ge-ის ცნობით, კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, სამცხე–ჯავახეთში მედიკოსის გარდაცვალების ეს მეხუთე შემთხვევაა.

28 ოქტომბერს ახალქალაქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი გარდაიცვალა, 18 ნოემბერს ვირუსს ემსხვერპლა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამცხე-ჯავახეთის რეგიონული განყოფილების მენეჯერი. 4 და 5 დეკემბერს კი ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის ორი რეანიმატოლოგი გარდაიცვალა.