“გირჩის” თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია შიდა პარტიულ დაპირისპირებაზე საუბრისგან თავს იკავებს. თუმცა აღნიშნავს, რომ პარტიის ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ საბედისწერო შეცდომა დაუშვა.
რას გულისხმობს ხვიჩია, მას არ განუმარტავს. ის აღნიშნავს, რომ ჯაფარიძის საჯარო კრიტიკას ერიდება.
“არ მინდა საჯაროდ ზურაბ ჯაფარიძის კრიტიკა, მე ვერიდები ამას. მე მგონია, რომ ის ცდება, მან საბედისწერო შეცდომა დაუშვა ჩემი აზრით, ამ ყველაფერი. პროცესი გვაჩვენებს.
გირჩი 4 წლის წინ იყო პარლამენტში ვერშესული, გამოგდებული ადამიანების ერთობლიობა, რომელსაც ფული არ ჰქონდა და დასაშლელად იყო განწირული. ამ ერთობამ, ფაქტობრივად სამი ადამიანის ერთობამ, შესძლო ის, რომ 3% აიღო ფაქტობრივად, ფულის და დანახარჯების გარეშე ამ არჩევნებში. თუ ზურაბ ჯაფარიძე ამას თვლის წარუმატებლად, მე მგონია, რომ ეს არასწორია, თუ თვლის ამას მხოლოდ საკუთარ ღვაწლად, ასევე არასწორია,” – ამბობს იაგო ხვიჩია.
ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძე 3 თანაპარტიელს ემიჯნება და აცხადებს, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან თანამშრომლობას არ აპირებს.
“ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ მოწევას თავი დაანებეთო” – რა მოთხოვნები გაუგზავნა ჯაფარიძემ მეგრელიშვილს, ხვიჩიას და რაქვიაშვილს
