LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარიას თელავი-ყვარლის საავტომობილო გზაზე დაცვის პოლიციის თანამშრომელი ემსხვერპლა

ავარიას თელავი-ყვარლის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავარიას დაცვის პოლიციის თანამშრომელი ემსხვერპლა.

მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმის განცხადებით, მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.

თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ მაგისტრალზე 5-მდე ადამიანი მძიმედ დაშავდა

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს ავარიის დროს ერთმანეთს „მერსედერსისა“ და „გოლფის” მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ.

უწყებამ კი გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.