LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი სიღარიბე, მაგრამ მშობლები მასწავლიდნენ, რომ რაც არ უნდა გამიჭირდეს, არ უნდა დავიტაცო” – კახა კალაძე

თბი­ლი­სის მე­რის კახა კა­ლა­ძის თქმით, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მძი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი და ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცია არ იძ­ლე­ვა იმის სა­ფუძ­ველს, რომ “ყვე­ლა­ნა­ი­რი უკა­ნო­ნო­ბა დაშ­ვე­ბუ­ლი იყოს”.

ამის შე­სა­ხებ მან “ღა­მის კუ­რი­ე­რის” ეთერ­ში ისაუბრა.

“მძი­მე ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი უკა­ნო­ნო­ბა დაშ­ვე­ბუ­ლი იყო. ეს მიდ­გო­მა მი­უ­ღე­ბე­ლია. რას ვე­უბ­ნე­ბით იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც 500 ლა­რის მით­ვი­სე­ბა­ზე კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით ვსჯით? აბა რო­გორ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა? მიგ­ვე­შა მშე­ნებ­ლო­ბე­ბი და მერე გა­მოგ­ვე­ყა­რა?

ჩემ­თვის ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლია სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა. მე ყვე­ლა­ნა­ი­რი პე­რი­ო­დი მაქვს გა­მოვ­ლი­ლი, სა­კუ­თარ თავ­ზე მაქვს გა­მოც­დი­ლი სი­ღა­რი­ბეც, რთუ­ლი პე­რი­ო­დიც, მაგ­რამ გა­ვი­ზარ­დე ისე, რომ ჩემი მშობ­ლე­ბი ყო­ველ­თვის მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ და მას­წავ­ლიდ­ნენ, რომ რაც არ უნდა გა­მი­ჭირ­დეს ცხოვ­რე­ბა­ში, არას­დროს უნდა შევ­ხე­დო წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ანს ცუდი თვა­ლით, არ უნდა შე­მე­ხარ­ბოს მისი, არას­დროს უნდა მო­ვი­პა­რო, არ უნდა და­ვი­ტა­ცო.

შე­სა­ბა­მი­სად, ეს კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, ეს ხომ ჩემი სა­კუ­თა­რი მი­წე­ბი არ არის?-განაცხადა კახა კალაძემ.

“განა კანონი არ უნდა დავიცვათ? აუცილებლად უნდა დავიცვათ, მაგრამ, ამ ხალხსაც ხომ ეკუთვნის სახელმწიფო?” – მამა თამაზ ლომიძე