LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთ პატარა მოსწავლეს, იმ მიუსაფარი ,,აფრიკული” ოჯახებიდან, ჩვენი ფონდის სტიპენდიას დავუნიშნავთ და მთელი წელი სასკოლო ინვენტარით მოვამარაგებთ ” – გიორგი კეკელიძე

ე.წ აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ერთ-ერთ მოსწავლეს “გურული დღიურების” სტიპენდია დაენიშნება. ამის შესახებ ინფორმაცია გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“ფორტუნა” ეროვნული ბიობლიოთეკის დირექტორს დაუკავშირდა. გიორგი კეკელიძემ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ბავშვის ვინაობა უცნობია.

“ასე გადავწყვიტეთ: ერთ პატარა მოსწავლეს, იმ მიუსაფარი ,,აფრიკული” ოჯახებიდან, ჩვენი ფონდის სტიპენდიას დავუნიშნავთ და მთელი წელი სასკოლო ინვენტარით მოვამარაგებთ,”-წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.