LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში 2 გირჩი იქნება – ჯაფარიძის თქმით, კონკურენცია აჩვენებს, ვინ უფრო უკეთესად აკეთებს ამ საქმეს

26 დეკემბერს გაიმართება ყრილობა, რომელზეც ახალი გირჩი დაფუძნდება. ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, ახალ პარტიას სახელიც და ლოგოც იგივე ექნება.

“ქვეყანაში ორი გირჩი იქნება. ვიცი, რომ ერთიც ყელში ჰქონდა ხალხს ამოსული, რაღაც ნაწილს ამ ქვეყნის საზოგადოების, მაგრამ იქნება ორი და იქნება კონკურენცია, საბოლოო ჯამში, კონკურენცია აჩვენებს, ვინ უფრო კარგად აკეთებს ამ საქმეს, რაზეც ჩემი ცხოვრების ბოლო რამდენიმე წელი დავხარჯე. მე ვაპირებ, რომ იგივე გავაგრძელო ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად, რომელიც ჩემს გარშემო არიან“” – განაცხადა ჯაფარიძემ.

წამყვანის კითხვაზე, ვის აქვს სახელ გირჩზე საავტორო უფლება, ზურაბ ჯაფარიძეს თუ იაგო ხვიჩიას.

“არ ვაღიარებ ეგეთ უფლებებს, არც მე და არც ისინი“ – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურა ჯაფარიძემ საბედისწერო შეცდომა დაუშვა – იაგო ხვიჩია

“ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ მოწევას თავი დაანებეთო” – რა მოთხოვნები გაუგზავნა ჯაფარიძემ მეგრელიშვილს, ხვიჩიას და რაქვიაშვილს