თბილისის მერი ჟურნალისტების კითხვას, რატომ დახარჯა მერიამ მის პიარში 11,5 მილიონი სამი წლის განმავლობაში, აცხადებს რომ ეს ინფორმაცია სიცრუეა.
“[11,5 მილიონი] ჩემს პიარში არ იხარჯება. კახა კალაძეს პიარი არ სჭირდება. აქ [უწყებაში] არიან თანამშრომლები, რომლებიც ემსახურებიან 10 გამგეობას, 12 საქალაქო სამსახურს და პლიუს ყველა აიპის და სიპებს, რომელიც მუნიციპალიტეტში არის.” – განაცხადა ჟურნალისტებთან კალაძემ.
