LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამდვილად დასტაბილურდა სიტუაცია, მაგრამ ბევრია დამოკიდებული რა მასშტაბით შემსუბუქდება შეზღუდვები – პაატა იმნაძე

“კვირის მონაცემებით ნამდვილად დასტაბილურდა სიტუაცია და იმედი გვაქვს ასე გაგრძელდება, მაგრამ ბევრია დამოკიდებული რა მასშტაბით შემსუბუქდება შეზღუდვები”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა მასშტაბით შემსუბუქდება შეზღუდვები და ბიზნესი და მოქალაქეები როგორ დაიცავენ წესებს.

“ინფიცირებულთა კლების შესახებ შაბათის მონაცემებით არ უნდა ვიმსჯელოთ. მართალია, გაკეთებული ტესტებიდან პროპორცია იმავე დარჩა, რაც წინა დღეებში, მაგრამ მიმართვიანობა შაბათ-კვირას ნაკლებია ხოლმე. ამიტომ მხოლოდ ამ ორი დღით არ უნდა ვიმსჯელოთ. კვირის მონაცემით კი, ნამდვილად დასტაბილურდა სიტუაცია და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება, მაგრამ ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული – შეზღუდვები რა მასშტაბით შემსუბუქდება და რაც მთავარია, როგორც ბიზნესი და ასევე ჩვენ მოქალაქეები, წესებს როგორ დავიცავთ. ამაზე იქნება ყველაფერი დამოკიდებული”, – განაცხადა იმნაძემ.