დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” ეთერში შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ ვირუსის გავრცელების კუთხით არსებული ვითარება შეაფასა.
მისი თქმით, შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ ვირუსის გავრცელების კუთხით შემთხვევების ზრდა გაჩერდა და შემცირების ტენდენცია გამოჩნდა.
გარდა ამისა, იმნაძემ არსებული შეზღუდვების 24 დეკემბრიდან შემსუბუქებაზე ისაუბრა. მის წინასწარი პროგნოზით ამის გამო ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი მატება არ უნდა იყოს.
ამასთან, იმნაძე განმარტავს, რატომ გაიხსნა დახურული სავაჭრო ობიექტები და რატომ არა ღია ბაზრობები. მისი თქმით, მიზეზი ბაზრობებზე მაღალი მობილობაა.
“აქ მობილობაზეა საუბარი და პირობების დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმებზე, რომ პირობები მაქსიმალურად იყოს დაცული და ამის კონტროლიც იყოს შესაძლებელი. აქ არის ყველაზე ძლიერი მობილობა. ჩვენი პოზიცია იყო, რომ რაც ნაკლები იქნებოდა ეს შემსუბუქება, მით უკეთესი. 20 კვადრატულ მეტრზე რეანიმაციაში რამდენი პაციენტია, იცით? სამწუხაროდ, ბევრი. უმძიმესი პაციენტები. 400- ზე მეტი ადამიანია რეანიმაციაში, ვინც აპარატზეა ჩართულ”, – განაცხადა იმნაძემ.
