LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი მთის მოსახლეობის მხარდაჭერაა – გახარია

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ მთის მოსახლეობის პრობლემებზე ისაუბრა.

მისი თქმით, თუ სადღაც მთის მოსახლეობა დაჩაგრულად გრძნობს თავს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებთან წვდომის ნაწილში, რა თქმა უნდა, უნდა მივეხმაროთ.

თუ არ გვეხმარებით ქვეყნისათვის ძალზე მწვავე დროს, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით! – გახარია ოპოზიციას მიმართავს

პრემიერობისკანდიდატი აღნიშნავს, რომ  მთის მოსახლეობის მხარდაჭერა პრიორიტეტის დონეზეა აყვანილი საქართველოს მთავრობაში.

გიორგი გახარიას თქმით, იმისთვის, რომ მთის და ზოგადად, რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების გამოყენება ყოფილიყო გაადვილებული, შეიქმნა სპეციალური პროგრამა – „სახელმწიფო შენი პარტნიორია“ და საზოგადოებრივ ცენტრებში და იუსტიციის სახლებში იგივე სერვისებს იღებენ, რასაც ეკონომიკის სამინისტროში.

ეს არ არის კომფორტული.. უნდა გავაგრძელოთ სვლა ევროპული მომავლისკენ: გახარია ერთპარტიულ პარლამენტსა და სამთავრობო პროგრამაზე

„სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები მთის მოსახლეობისთვის გაძლიერებულია. მოთხოვნებიც შემცირებულია – შეღავათებია მოთხოვნების ნაწილში. თვითონ მთის კანონმდებლობის ფარგლებში ბევრი რამე პირიქით, გაძლიერებულია. თუ სადღაც მთის მოსახლეობა დაჩაგრულად გრძნობს თავს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებთან წვდომის ნაწილში, რა თქმა უნდა, უნდა მივეხმაროთ, იმიტომ, რომ მთის მოსახლეობის მხარდაჭერა არის პრიორიტეტის დონეზე აყვანილი საქართველოს მთავრობაში. იმისთვის, რომ არა მხოლოდ მთის, არამედ, რეგიონებში ადამიანებისთვის ამ პროგრამების გამოყენება გაგვეადვილებინა, გავაკეთეთ სპეციალური პროგრამა – „სახელმწიფო შენი პარტნიორია“ და საზოგადოებრივ ცენტრებში და იუსტიციის სახლებში იგივე სერვისებს იღებენ, რასაც ეკონომიკის სამინისტროში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთის პრობლემებზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

გახარიას დღეს პარლამენტმა პრემიერობის თანამდებობაზე უნდა უყაროს კენჭი.

სამომხმარებლო კალათის ნორმა ხომ არ გავზარდოთ? რა სარგებელი მოაქვს აბაშიძე-კარასინის ფორმატს? – რა კითხეს გახარიას პარლამენტში