LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: თქვენ იცით რა არის სიყვარული ?-კოვიდ ინფიცირებული მოხუცი ცოლ-ქმრის ვიდეოს ცრემლების გარეშე ვერ უყურებთ

“თქვენ იცით რა არის სიყვარული? სიყვარული მარადისობიდან მარადისობამდე”,- სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოს ემოციების გარეშე ვერ უყურებთ.

როგორც ირკვევა, კორონავირუსით ინფიცირებული მოხუცი ცოლ-ქმარი საავადმყოფოში მკურნალობს. ვიდეოში ჩანს, რომ მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, ქალი მისი ქმრისთვის სანუგეშებელ სიტყვებს არ იშურებს და მას ხელზე ჰკოცნის.

“მე თქვენ ძალიან მიყვარხართ, თქვენ ხართ სიყვარულის ნათელი მაგალითი. ათასჯერ ვუყურე და ვტირივარ ყოველ ჯერზე. გულს მითბობთ ძალიან“ – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.