LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ცნობილი სიმღერა “last christmas”- ჩონგურის და გურული კრიმანჭულის ფონზე – ბერამ ვიდეორგოლი გამოაქვეყნა

ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში ცნობილი საახალწლო სიმღერის “last christmas” იმპროვიზაცია შემოგვთავაზა, რომელიც ქართულ მოტივებზეა აგებული. სწორედ ამ სიმღერით ულოცავს ის თავის გამომწერებს შობას.

ცნობილი ჰიტის ქავერი ჩონგურის თანხლებით და გურული კრიმანჭულის ფონზეა შესრულებული.

ჯერჯერობით უცნობია, როდის ვიხილავთ სიმღერის სრულ ვერსიას, თუმცა სოციალურ ქსელში უკვე აიტაცეს ივანიშვილების ოჯახის ყველაზე ცნობილი წევრის სიმღერა. როგორც ირკვევა ბერამ ამ სიმღერაზე ვიდეორგოლიც გადაიღო, რომელშიც ის თეთრ ჩოხა-ახალუხშია გამოწყობილი.