„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღევანდელ ყრილობაზე ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია.
ნიკა მელიამ თანაპარტიელებს მადლობა გადაუხადა და მათ სიტყვით მიმართა.
„ნაციონალური მოძრაობა“არის ეროვნული მოძრაობის გაგრძელება, ეს არ არის პერსონების მოძრაობა, „ნაციონალური მოძრაობა“არის ევროპული, თავისუფალი და წარმატებული საქართველოს იდეა და ამ იდეას ამიტომაც ვერც ერთი ცალკე აღებული ადამიანი ვერ აზიანებს, ვერ ამარცხებს. ეს არ არის პერსონების მოძრაობა. „ნაციონალური მოძრაობა“ არის მეტი, ვიდრე პარტია. ის, რაც 2012 წელს შეძლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ვგულისხმობ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებას, არ და ვერ შეძლო ძალაუფლებას დახარბებულმა და ჩაბღაუჭებულმა „ქართულმა ოცნებამ“ და სულ ახლახანს არჩევნების გაყალბების გზით მიიტაცა ხელისუფლება. მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს, როგორც შეცდომას ისე გამოასწორებს ქართველი ხალხი“, – განაცხადა მელიამ.
ცნობისთვის, ენმ-ს თავმჯდომარე ელექტრონული კენჭისყრით აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 20779-მა ადამიანმა მიიღო. ნიკა მელიამ ხმების 64.9 % (13491 ხმა) მიიღო, ხოლო ლევან ვარშალომიძემ 35.1 % (7288 ხმა).
