LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარია ცდილობს, იმიჯი გადაირჩინოს – გია ვოლსკი

“ელენე ხოშტარია ცდილობს, იმ ხალხს დაშორდეს, რომელიც ამ პერიოდში ღრიალით, შეძახილებით გამოირჩევა”,-ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პარტია “ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი ელენე ხოშტარია პარტიიდან წასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

ევროპული საქართველოც“ იშლება?! პარტიას ელენე ხოშტარია ტოვებს

მისი თქმით, “ევროპული საქართველოს“ ელენე ხოშტარია პარტიიდან წავიდა, რადგან იმიჯის გადარჩენას ცდილობს.

“მე ვფიქრობ, ელენე ხოშტარია მაინც ცდილობს, თავისი იმიჯი გადაირჩინოს და იმ ხალხს დაშორდეს, რომელიც ამ პერიოდში ღრიალით, შეძახილებით გამოირჩევა. იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია: ბიუჯეტის მიმართ დამოკიდებულება, ადამიანის უფლებების მიმართ დამოკიდებულება, ეს გაერთიანება მიუხედავად იმისა, რომ სახელი შეიცვალა შორს არ ჩავარდნილა იმ ხიდან, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახელითაა ცნობილი. ვფიქრობ, სწორედ ეს ამოძრავებს ელენე ხოშტარიას, თუმცა რამდენად წარმატებული იქნება თავის მისწრაფებაში, არ ვიცი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რატომ წავიდა ხოშტარია: არც კი განვიხილავ პარლამენტში შესვლის საკითხს

შეგახსენებთ, ელენე ხოშტარია “ევროპულ საქართველოს” ტოვებს და დამოუკიდებელ პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებს. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მას აქვს ახალი პოლიტიკური მიზნები და აპირებს დამოუკიდებელი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას.