LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

990 შემთხვევა და 3265 გამოჯანმრთელებული – როგორია კორონავირუსის დღევანდელი სტატისტიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში ინტენსიური კვლევის ფარგლებში 8016 კვლევა ტესტით ჩატარდა. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 800, PCR ტესტით – 4 216. შედეგად, 990 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 265 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 228 410 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 214 992 გამოჯანმრთელდა, 2 528 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 415 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 664, ხოლო კოვიდსასტუმროში – 858.