განსაკუთრებული ყურადღება გაოიჩინეთ ბავშვების მიმართ. ნუ მიუშვებთ საახალწლო შუშხუნებთან და ასაფეთქებლებთან, რადგან მაღალია დამწვრობის ალბათობა. მოერიდეთ პარტნიორის მიმართ ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმას, რადგან ნებისმიერი კამათი სერიოზული უთანხმოების მიზეზი გახდება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საჩუქრების გასაკეთებლად, ავტორიტეტულ ადამიანებთან ურთიერთობისთვის, ტანსაცმლის, ძვირფასი ნივთების და საიუველირო ნაწარმის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის შესაძენად.
ჯანმრთელობა – ნუ გადატვირთავთ გულს, მოერიდეთ ნერვიულობას და სიმძიმის აწევას. გაუფრთხლდით დასუსტებულ ხერხემალს.
დღის ფერები და მინერალები – თეთრი, წითელი, ყვითელი, ბეჟი, ლურჯი და ცისფერი, ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი, ქარვა, სარდიონი და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და მშვილდოსნისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს, მორიელს, თხის რქას და თევზებს.
