განსაკუთრებული ყურადღება გაოიჩინეთ ბავშვების მიმართ. ნუ მიუშვებთ საახალწლო შუშხუნებთან და ასაფეთქებლებთან, რადგან მაღალია დამწვრობის ალბათობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა წვეულების მოსაწყობათ და ახლობლებთან ერთად გასართობად, შემოქმედებითი და ინტელექტუალური ნიჭის გამოსავლენად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, პარფიუმერიის და კოსმეტიკის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური დოკუმენტების და ხელშეკრულებების გაფორმება
ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით გულს და ხერხემალს, მოერიდეთ სიმძიმის აწევას.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ბეჟი, ლურჯი, ცისფერი, ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, ქარვა და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომისთვის,სასწორისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და კირჩხიბს.
