LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შევაჩეროთ არჩევნების მოპარვა!“ – დონალდ ტრამპი 6 იანვარს საპროტესტო აქციას აანონსებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საპროტესტო აქციას აანონსებს. ამის შესახებ მან “ტვიტერში” დაწერა და აღნიშნა, რომ მასობრივი შეკრება 6 იანვარს იგეგმება.

პირველად, აშშ-ს კონგრესმა ტრამპის ვეტო გააუქმა

„დიდი საპროტესტო მსვლელობა ვაშინგტონში 6 იანვარს, დილის 11 საათზე დაიწყება. ადგილის შესახებ სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. შევაჩეროთ მოპარვა“, – წერს დონალდ ტრამპი “ტვიტერში.”

ცნობისთვის, აშშ-ის საარჩევნო კოლეგიის წევრებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად 15 დეკემბერს დაამტკიცეს. 6 იანვარს კი, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის ერთობლივ სხდომაზე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დამტკიცდეს.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტში საქართველოს ფაქტორი გაითვალისწინა

რუსეთის მხრიდან აგრესიის შესაკავებლად დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ, ყურადღება და რესურსები უნდა გაზარდოს.