LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარი კინგი ჰოსპიტალიზებულია – ტელეწამყვანს კორონავირუსი დაუდასტურდა

ამერიკელი ტელეწამყვანი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლარი კინგი ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში მკურნალობს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

87 წლის ლარი კინგის ოფიციალურ წარმომადგენლებს ცნობილი წამყვანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება არ გაუკეთებიათ. თუმცა, ცნობილია, რომ  მას აქვს დიაბეტი, გადატანილი აქვს რამდენიმე გულის შეტევა. მეტიც, 2017 წელს წამყვანმა განაცხადა, რომ ფილტვების სიმსივნეს ებრძვის.

გავრცელებული ცნობით ტელეწამყვანი უკვე ერთი კვირაა ჰოსპიტალიზებულია.