LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 128, აჭარაში 37, იმერეთში კი 71 გამოვლინდა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

“ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  2 795   კვლევა ტესტით, მათ შორის 1 868 კვლევა ანტიგენის ტესტით და 927 PCR ტესტით.

საქართველოში 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 469 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 417 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 128 შემთხვევა
  • აჭარა – 37,
  • იმერეთი – 71,
  • ქვემო ქართლი – 33,
  • შიდა ქართლი – 32,
  • გურია – 9,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 45,
  • კახეთი – 29,
  • მცხეთა-მთიანეთი – 24,
  • სამცხე-ჯავახეთი – 8,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 098, საიდანაც, 4 209 დამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –   2 071, აჭარაში – 370, იმერეთში – 778. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 897 პირი, მათ შორის, თბილისში – 395, აჭარაში – 90, იმერეთში – 216. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 299 პირი, მათგან თბილისში – 181, აჭარაში – 23, იმერეთში – 35. 840 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 230 – თბილისში, 457 – აჭარაში, 53 – იმერეთში. 1 049 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 386 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 140, აჭარაში – 56, ხოლო იმერეთში – 68.

სულ  6 ოქტომბრიდან – 2 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 161  პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 893 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 468 პირი, აჭარაში – 2 102, იმერეთში – 3 036.”- განაცხადა ბერდია სიჭინავა.

მოლებში შოპინგი ისევ აიკრძალა – სავაჭრო ობიექტები მუშაობას ონლაინ გააგძელებენ