LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანას აზიანებს რუსი ოლიგარქის ქმედება, რომელმაც არჩევნები გააყალბა და მიტინგზე ბავშვებს თვალები დათხარა: შალვა ნათელაშვილი

”სტრატეგიული პარტნიორობა პირველ რიგში მდგომარეობს იმაში, რომ პარტნიორი  ხალხს უჭერს მხარს და არა პოლიტიკურ ელიტებს, რომლებიც მიდიან და მოდიან, მით უმეტეს ისეთ ელიტას, რომელიც ჩვენ გამოგვიგზავნა პუტინმა და რომლის სიძლიერე დამყარებულია ფულზე, მოსყიდვაზე, ძალადობაზე, დიქტატურაზე, პოლიტმატიმრებზე, არჩევნების გაყალბებაზე, ხალხის გაღატაკებასა და ქვეყნის დაქცევაზე”. ამის შესახებ, ”ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მან ტრამპიზმის მოცილებისთვის ამერიკელ ხალხს მადლობა გადაუხადა.

”მადლობა ამერიკელ ხალხს, მათ სიბრძნეს, რომ ტრამპიზმი მოიცილეს. ქვეყანას აზიანებს რუსი ოლიგარქის ქმედება, რომელმაც არჩევნები გააყალბა, რომელმაც ციხეები პოლიტპატიმრებით გაავსო, რომელმაც მშვიდობიან მიტინგზე ბავშვებს თვალები დათხარა, საქართველოს ეს აზიანებს და ჯობს, ამაზე ვიფიქროთ და ვიტიროთ”. – აღნიშნა მან.

შალვა ნათელაშვილმა, ოპოზიციის პარლამენტში შესვლაზეც ისაუბრა და განმარტა:

”არავითარი მთელი დასავლური სივრცე პარლამენტში შესვლისკენ არ მოგვიწოდებს, ამას აცხადებენ ის პოლიტიკური ჯგუფები და ლობისტური კომპანიები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ ინექციებზე სხედან. ამერიკიდან კუშნერი და მისი ჯგუფები, ევროპიდან საფრანგეთის კორუმპირებული ელიტა, რომელმაც ევროპასთან საზღვარი დაგვიკეტა, ესენი ევროპა და დასავლეთელები არ არიან”. – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.