eBay–ს აუქციონზე 33 წლის Nissan 300ZX იყიდება და მოდელი მართლაც იდეალურ მდგომარეობაშია. კალიფორნიაში დარეგისტრირებული კუპეს გარბენი 96,5 ათას კილომეტრს შეადგენს.
როგორც გამყიდველი ირწმუნება, ავტომობილი ისე გამოიყურება და ისე მუშაობს, თითქოს სადილერო ცენტრი ამ წამს დატოვა. ავტომობილის ყველა აგრეგატი იდეალურ მდგომარეობაშია და კარგად მუშაობს. თანაც ძარას ფერი არასდროს შეუცვლია და ამ დრომდე ქარხნული შეფერილობა აქვს.
განცხადებაში ისიცაა დაკონკრეტებული, რომ ორკარიანმა ავტომობილმა ცოტა ხნის წინ ახალი საბურავებიც მიიღო და მისი ინტერიერი მშვენიერ მდგომარეობაშია.
კუპე 6–ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი და 5–საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. გამყიდველი ახალ მფლობელს ორიგინალ დოკუმენტაციას და ექსპლუატაციის ინსტურქციასაც გადასცემს.
ამ მომენტისთვის ლოტის ფასი 9,5 ათასი დოლარია, თუმცა ვაჭრობა ჯერ არ დასრულებულა.





