LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, თუ როგორ მუშაობს მსოფლიოში ყველაზე დიდი ავტოსამრეცხაო

გერმანულმა ტელეარხმა Welt გადაწყვიტა, გადაეღო დოკუმენტური ფილმი, რომელშიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ავტოსამრეცხაოს მუშაობის პრინციპი იქნებოდა ასახული.

სამრეცხაო ყოველდღიურად 4 ათასამდე მანქანას ემსახურება.

კომპლექსი Dr. Wash შტუტგარტში მდებარეობს და 15 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზეა გადაჭიმული. 15 სამრეცხაო სადგურს შორის ავტომობილები კონვეიერით გადაადგილდება და ეს კონვეიერი ერთი კილომეტრი საათი სიჩქარით მოძრაობს.

სამრეცხაოს გარდა კომპლექსი ასევე სერვის ცენტრსაც მოიცავს და დღეში 1000–მდე ავტომობილს უმკლავდება.

ავტოსამრეცხაო დღეში 350 ათასამდე ლიტრ წყალს მოიხმარს, ხოლო საშრობი დღეში 6 ათას კილოვატ/საათ ენერგიას საჭიროებს.

Dr. Wash–ის სამრეცხაოს ფასი 8 ევროდან იწყება.