27 წლის თეო ასლანიშვილს/ხაბულიანს, რომელიც ორი შვილის დედაა, დეკემბერში დაუდგინდა თავის ტვინის ჰიპოფიზის სიმსივნე, მაკროადენომა და კუშინგის სინდრომი.
ახლობლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისთვის საჭიროა სასწრაფო ოპერაცია და კვლევები თურქეთში, რადგან დაავადება სწრაფად ვითარდება და დრო არ იცდის… ოპერაცია და კვლევები დიდ თანხებს უკავშირდება, ამიტომ თეო ასლანიშვილს საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება.
თეო ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომელი გახლავთ, ის „სიცრუის დეტექტორში“ სცენარისტად მუშაობს.
მისი ოჯახისთვის ნებისმიერ თანხას დიდი მნიშვნელობა აქვს. გთავაზობთ ანგარიშების ნომრებს, სადაც გადარიცხვა შეგიძლიათ.
თიბისი ბანკი:
GE30TB7399245064300007
საქართველოს ბანკი:
GE36BG0000000640244200
მიმღები: თამილა გეგეშიძე, თეოს დედა
