LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საახალწლო დღეებში ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 108 და პიროტექნიკით დაზიანების 51 შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, საახალწლო დღეებში პიროტექნიკით დაზიანების 51, ხოლო ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 108 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ “ფორტუნას” სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს.

სტატისტიკური მონაცემები ასახავს სამედიცინო დახმარების ცენტრში 31 დეკემბერსა და 1 იანვარს დაფიქსირებულ ზარებს.

პიროტექნიკის შედეგად დაშავებული 51 ადამიანიდან საჭირო გახდა 36-ის ჰოსპიტალიზაცია.

აღნიშნული შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

თბილისი – 36 პაციენტი, მათ შორის ჰოსპიტალიზაცია – 27.

რეგიონები – 15 პაციენტი, მათ შორის ჰოსპიტალიზაცია – 9.

რაც შეეხება ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას, დაფიქსირებული 108 ზარიდან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 44 პაციენტს.