LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცნობი ფოტოები ბიონსეს დაბადების დღიდან – ინტერნეტში იახტა „მინი ტიტანიკად“ შერაცხეს

პოპ-ვარსკვლავმა ბიონსემ „ინსტაგრამზე“ საარქივო ფოტომასალა გაავრცელა, სადაც მისი 39-ე დაბადების დღის კადრებია ასახული. როგორც ცნობილია, ვარსკვლავურმა ოჯახმა უბილე  იახტაზე აღნიშნა.  ღია აუზი, სპა ოთახები, საოჯახო კინოთეატრი, გლამურული მისაღები ოთახი – ინტერნეტში იახტა „მინი ტიტანიკად“ შერაცხეს.

როგორც ფოტოში ვხედავთ, ბიონსე ტყუპებმა, სერმა და რუმიმ მიწაში ჩამარხეს, ერთ-ერთ ფოტოში კი არტისტი ზღვის ფონზე ჭიქით ხელში პოზირებს. გავრცელებულ ფოტოებს გამომწერებისგან დიდი აღფრთოვანება მოჰყვა.