LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ფეხმძიმე ანა დოლიძე ნაძვის ხესთან: „ყველა დედა გამიგებს, რომ ერთი შტაბის გასაკეთებელ საქმეს ვაკეთებ…“

ანა დოლიძე ნაძვის ხესთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც მისი მომრვალებული მუცელი უკვე კარგად ჩანს. შეგახსენებთ, რომ პოლიტიკოსი ფეხმძიმედაა და მეორე შვილს ელოდება. პირველი შვილი მას მწერალ ირაკლი კაკაბაძესთან ჰყავს. წყვილი გარკვეული პერიოდის წინ დაშორდა ერთმანეთს.

ანა დოლიძე ფოტოს ასეთ წარწერას უკეთებს:

„წყლის კონტროლი, მარილის კონტროლი, შაქრის კონტროლი, ვარჯიშის კონტროლი, კალორიების კონტროლი, ჰორმონების კონტროლი, სისხლის კონტროლი, წნევის კონტროლი, ემოციების კონტროლი, ძილის და უძილობის კონტროლი, კორონა კონტროლი… ყველა დედა გამიგებს, რომ ერთი შტაბის გასაკეთებელ საქმეს ვაკეთებ. ჰოდა, ჩემო ძვირფასო მხარდამჭერებო, მომიტევეთ, თუ ოდნავ ყურადღება მოგაკელით. სულ ცოტა ხნით“.