LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევა დაუშვებელია – გიორგი გახარია კაპიტოლ ჰილზე ძალადობას გამოეხმაურა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია კაპიტოლ ჰილზე ძალადობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევა აღმაშფოთებელი და დაუშვებელია.

”ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ. კაპიტოლიუმზე ძალადობის შემაშფოთებელი სურათები, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა დაუშვებელია. ჩვენ გვჯერა აშშ-ს დემოკრატიის სიმტკიცისა და დარწმუნებულნი ვართ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები გაიმარჯვებენ”. – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ”Twitter” – ში წერს.

შეგახსენებთ, რომ კაპიტოლიუმის შენობაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა.