LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს ბრძოლის დასაწყისია”- დონალდ ტრამპმა, ჯო ბაიდენს ხელისუფლება გადასცა

აშშ – ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ იმის მიუხედავად, არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება, 20 იანვარს ჯო ბაიდენს, ძალაუფლებას გადასცემს. ამის შესახებ, მის განცხადებაშია აღნიშნული.

”მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგებს არ ვეთანხმები, 20 იანვარს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება მოხდება”.  

მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ”პრეზიდენტობის ისტორიაში უდიდესი პირველი ვადის დასრულებას ნიშნავს. თუმცა, ეს ბრძოლის დასაწყისია”.

შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. არეულობის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა.