LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სენაკში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სენაკის სოფელ კოტიანეთში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი ნახეს. არსებული ინფორმაციით, კაცს ყელი აქვს გამოჭრილი და ის საკუთარი სახლის ეზოში მამამ იპოვა. 

ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ და ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, გამოძიების მინდინარეობისას მუხლი შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს.

სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.