LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 7 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 09:56-დან 12:56 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გამოიჩინეთ მეტი პატივისცემა ძველი ტრადიციების და უფროსი თაობის წარმომადგენლების მიმართ, ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და წონასწორობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამომავლო გეგმების დასასახად და მნიშვნელოვანი პროექტებისთვის მოსამზადებლად, ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ახალი საქმის დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. სასიკეთო დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელის მიღებას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, შავი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი, ასევე ოპალი, ონიქსი, მარგალიტი, იასპი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ქალწულისთვის, მორიელისა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.