დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს, რომლებიც კონგრესის შენობაში შეიჭრნენ სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
„ვთხოვ ყველას, ვინც ახლა აშშ-ის კონგრესის შენობაში იმყოფება, სიმშვიდე შეინარჩუნეთ. არანაირი ძალადობა! დაიმახსოვრეთ, ჩვენ კანონისა და წესრიგის პარტია ვართ. პატივი ეცით კანონსა და ჩვენს პოლიციელებს!“ – დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.
შეგახსენებთ, კონგრესის ორივე პალატის შეკრების პარალელურად ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები მასშტაბურ საპროტესტო აქციას მართავენ.
ცოტა ხნის წინ კი, ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ.
ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა
ფოტო: აშშ-ის კონგრესის შენობაში, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრნენ, იყო სროლა
I am asking for everyone at the U.S. Capitol to remain peaceful. No violence! Remember, WE are the Party of Law & Order – respect the Law and our great men and women in Blue. Thank you!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) January 6, 2021
