კორონავირუსის გართულებების შედეგად გორში ექიმი გარდაიცვალა.
მირიან არსაკიძე გორის პოლიკლინიკაში უროლოგად მუშაობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მან COVID-19 დაამარცხა, თუმცა შემდგომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
65 წლის ექიმმა მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკას თავად მიმართა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
„კლინიკაში შემოსვლისას მირიან არსაკიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე. კოვიდის დადასტურებული დიაგნოზით, ფილტვის უკიდურესად მძიმე დაზიანებით, პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად, განვითარდა მარჯვენა ფილტვის პნევმოთორაქსი ფილტვის სრული ჩაფუშვით, გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, თუმცა, ფილტვის დაზიანება კვლავ მაქსიმუმით – 24 ქულით ფასდებოდა. პაციენტი გადაყვანილი იქნა მართვითი სუნთქვის აპარატზე. კოვიდვირუსულ პნევმონიას თან დაერთო ფილტვის ბაქტერიული ინფიცირებაც, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გახდა სეპტიური შოკი”-განაცხადა “გორმედის” რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ტატო ჯიქიამ.
