ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრის ლევ კვიცინიას განცხადებით, საქართველოს დახმარება აფხაზეთისთვის მიუღებელია. ამის შესახებ მან „ეხო კავკაზასთან“ განაცხადა.
მინისტრის თქმივე, ქართველებთან მათ არანაირი კონტაქტი არ ჰქონიათ და არც ექნებათ.
„თქვენგან მესმის პირველად, რომ საქართველო ჩვენ რაიმე დახმარებას გვთავაზობს. საქართველოს დახმარება ჩვენთვის მიუღებელია, ამიტომ ეს ტყუილია. არანაირი მოლაპარაკება, არანირი მცდელობა არ ყოფილა და ვერ იქნება, ქართველებთან ჩვენ არასდროს არანირი კონტაქტი არ გვქონია“,- განაცხადა ლევ კვიცინიამ.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ხანძრის ახალი კერები ამჯერად ბზიფის მიდამოებში შეინიშნება.
“მინდა, იცოდეთ, მე თქვენ გვერდით ვარ”- სალომე ზურაბიშვილი ხანძრით დაზარალებულებს თანაგრძნობას უცხადებს
ხანძარი დასახლებულ პუნქტს უახლოვდება – რა ვითარებაა გაგრაში
