საპატრიარქოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები იმყოფებიან, მათ შორის, ადგილზე იმყოფება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, პროტოკოლის მიხედვით ტესტი უნდა ჩაიტაროს ყველამ ვისაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა.
“ეპიდემიოლოგები მუშაობენ დილიდან საპატრიარქოში. იქ ხდება ეპიდკვლევა და, ასევე, ლაბორატორიული ნიმუშების აღება იმ ადამიანებისგან, ვინც იქ იყვნენ საპატრიარქოში დადასტურელ შემთხვევებთან კონტაქტირებული.
პატრიარქთან დაკავშირებით ჩვენი რეკომენდაცია აქვს საპატრიარქოს, რომელზეც მე ღია ეთერში არ ვსაუბრობ. თუ საჭირო იქნა და პროტოკოლი მოითხოვს, რა თქმა უნდა, ჩატარდება”. – ამბობს გამყრელიძე ტვ “პირველთან” სატელეფონო ინტერვიუში.
საბოლოოდ დადასტურდა: შორენა თეთრუაშვილი კოვიდინფიცირებულია
