LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩხოროწყუში შვილმა მამა მოკლა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა

სოფელ ლეწურწუმეში შვილმა მამას სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა. არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ოჯახური კონფლიქტი უძღოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 62 წლამდე მამაკაცია.

შსს-ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.