ბიძინა ივანიშვილი ხვალინდელ ყრილობას არ დაესწრება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ბატონი ბიძინა ხვალინდელ ყრილობას არ დაესწრება იმ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ მან უკვე გააკეთა საჯარო განცხადება მის მიერ პარტიის დატოვების შესახებ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ის არ დაესწრება“, – განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძე წინასწარ არ საუბრობს ვინ შეუერთდება ამჯერად ” ქართულ ოცნებას” და აღნიშნავს, რომ საზოგადოება ცვლილებების შესახებ პირდაპირ ეთერში შეიტყობს.
„მეც დავიცავ შეთანხმებებს და პრინციპს, რომ წინასწარ არ ვსაუბრობთ. ხვალ გაიგებთ ამის შესახებ ყველანი. განსაკუთრებული სიურპრიზები არ იქნება. წინასწარ გარკვეული ინფორმაციები ხმოვანდება ხოლმე. დასახელებული გვარებიდან შეიძლება ზოგი მართალი იყოს და ზოგი არა. ხვალ ამის შესახებ პირდაპირ ეთერში გაიგებთ.“-განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ხვალ „ქართული ოცნება“ ყრილობას გამართავს, სადაც პარტიის თავმჯდომარე და პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა უნდა აირჩიოს.
