LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავ ზღვაში რუსული გემი ჩაიძირა: გარდაიცვალა 2 მეზღვაური

შავ ზღვაში რუსული გემი ჩაიძირა. ამ დრომდე, ორი გარდაცვლილი აღმოაჩინეს.

ეკიპაჟის დარჩენილი წევრების სამძებრო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
„ჩაძირული გემის ბორტზე 13 ადამიანი იყო – ყველა რუსეთის მოქალაქეა. ამ დროისთვის, უკვე გადაარჩინეს ხუთი მათგანი, აღმოჩენილია ორი გარდაცვლილის ცხედარი.”-თურქეთის პროვინცია ბართინის გუბერნატორი სინან გიუნერი აცხადებს.
გემის ჩაძირვის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

ინკუმუს რაიონში, სადაც გემი ჩაიძირა, სამაშველო ფრეგატა უკვე გაიგზავნა.