LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელიამ ახალი თავმჯდომარე ვარ, პარტიაში რაღაცებია დასალაგებელი და თვის ბოლოს შევხვდეთო, პატიოსანი სიტყვაა – ელისაშვილი

მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ თვის ბოლოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერთან, ნიკა მელიასთან აპირებს შეხვედრას. ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე “ნაციონალურ მოძრაობას” “ყველაზე ნორმალური პოზიცია აქვს”.

“თუ შეხვედრა არ უნდათ, თუ არაფერი ინიციატივა არ უნდათ?! საერთოდ რა უნდათ, ვერ გავიგეთ სიმართლე, რომ გითხრათ. აი ეს გვინდა, რომ გავარკვიოთ, რომ საერთოდ რა უნდათ ოპოზიციაში?! კრიზისი არის?- არის, გამოსავალი ამ კრიზისიდან მოსაძებნია? – მოსაძებნია, “ქართული ოცნება” ეძებს გამოსავალს? – არ ეძებს, ჩვენ არ უნდა მოვძებნოთ გამოსავალი?! პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ გვაქვს?! ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა არ გვაქვს?! თუ ეს მოგვწონს, რომ ეს უსასრულოდ გაგრძელდეს?! დღეს ვაშაძე გამოვიდა და თქვა ვიწყებთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებასო – ეს იცით როგორი გაუგებარი რამეა?!

პარლამენტში არ შედიხარ, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოს ზურგი აქცია და იძახი, რომ ბოიკოტს ვუცხადებო და თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადები შე დალოცვილი, ისევ თამარ ჟვანიასთან, რომ მიხვიდე?! ეს არის ის, რაც ვერც ჩემს ტვინში ლაგდება და ვერაფერში ვერ ლაგდება. ჩვენ მაინც შევალთ, ჩვენ გვინდა პირნათლები ვიყოთ და ცოტა სერიოზულად მოვეკიდოთ ამ ამბავს. არ დავზოგავთ თავს და ზუსტად ვიცით მეც და ლევანმაც რისთვის მივდივართ და მართლა ხალხის პრობლემების გამხმოვანებლები ვიქნებით ჩვენ და გვინდა, რომ უბრალოდ ამოვწუროთ ეს შესაძლებლობა და ყველას დაველაპარაკოთ ხალხო რა გჭირთ?! შეხვედრა რა უდგას წინ?!

“ნაციონალურ მოძრაობას” ყველაზე ნორმალური პოზიცია აქვს – “ნაციონალურ მოძრაობაზე” ვერ ვიტყვი ვერაფერს ცუდს, ამ შემთხვევაში იმიტომ, რომ ნიკა მელიამ თქვა, ითხოვა დრო თვის ბოლომდე, რომ ახალი თავმჯდომარე ვარ და პარტიაში რაღაცები მაქვს დასალაგებელიო და თვის ბოლოს შევხვდეთო – კი ბატონო, ძალიან პატიოსანი სიტყვაა. ეს გასაგებია, სხვებმაც თქვან, პირობები დააყენონ, ინიციატივა გვითხრან, ყველაფერზე მივყვებით არ მოსწონთ ეს აზრი?! უკეთესი გვითხრან”.- განაცხადა ელისაშვილმა.

ივანიშვილის სისტემა ძალაუფლებას რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოცილდეს: ხატია დეკანოიძე