90-იანი წლების სუპერმოდელის, სტეფანი სეიმურის 14 წლის ვაჟი გარდაიცვალა. როგორც გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსი“ წერს, 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცის, გარი ბრანტის გარდაცვალების მიზეზი, ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზა გახდა. ეს ტრაგიკული ამბავი ოჯახმა მედიას სწორედ გაზეთის საშუალებით შეატყობინა. ცნობილია, რომ კოლექციონერის, პიტერ ბრანტისა და სტეფანი სეიმურის ვაჟი წლების მანძილზე ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა. გარი ბრანტი დედის მსგავსად, სამოდელო კარიერით იყო დაკავებული და სხვადასხვა მოდის სახლებთან თანამშრომლობდა.
სტეფანი სეიმური და მილარდერი პიტერ ბრანტი ერთმანეთს მაშინ შეხვდნენ, როდესაც მოდელი 26 წლის იყო. ისინი მალევე დაქორწინდნენ და სამი შვილი შეეძინათ. 2009 წელს წყვილი ხმაურიანად დაშორდა, ორი წლის თავზე კი, შერიგდა.




