მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 12:30-დან 22:58 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
მზის ერთი თვით მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლით ადამიანებში ერთის მხრივ, ცნობისმოყვარეობა, დიპლომატიურობა და ინტუიცია, არასტანდარტულად აზროვნების და მოქმედების უნარი, რეფორმატორული საქმიანობის და დემოკრატიული პრინციპების დაცვის სურვილი, მეორეს მხრივ კი, სიზარმაცე, სიჯიუტე და სულსწრაფობა გაძლიერდება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა გადაუდებელი საქმის შესასრულებლად, ხელმძღვანელთათვის საკუთარი პროექტების წარსადგენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური ოპერაციები და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს, ყელს და გრძნობის ორგანოებს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე იაგუნდი, ლალი, წითელი იასპი, საფირონი და ძოწი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა სასწორისა და მშვილდოსნისთვის, პრობლემებისთვის უნდა ემზადონ კურო და თევზები.
