ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე დონალდ ტრამპმა და მელანია ტრამპმა თეთრი სახლი დატოვეს.
„45-ე პრეზიდენტის ვადის დასრულებისას მე ვდგავარ თქვენ წინაშე ჭეშმარიტად ამაყი იმით, თუ რას მივაღწიეთ ერთად. ჩვენ გავაკეთეთ ის, რისთვისაც მოვედით და გაცილებით უფრო მეტიც. ჩვენ ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაციას ვატარებთ და ვლოცულობთ, წარმატებით შეინარჩუნონ ამერიკის კეთილდღეობა და უსაფრთხოება. ჩვენ მათ საუკეთესოს ვუსურვებთ და ასევე გვსურს, იღბალი ჰქონდეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა.
განსაკუთრებით მეამაყება, რომ ათწლეულების განმავლობაში ვარ პირველი პრეზიდენტი, რომელსაც ახალი ომები არ დაუწყია. მადლობა და მშვიდობით. ღმერთმა დაგლოცოთ. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები,“- განაცხადა წასვლამდე დონალდ ტრამპმა.
როგორც უკვე ცნობილია, ტრამპი ინაუგურაციას არ დაესწრება.
როგორც CNN წერს, ტრამპი ენდრიუსის ბაზაზე მიდის, სადაც გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც ფლორიდაში გაემგზავრება.
ჯო ბაიდენის ინაუგურაცია, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე გაიმართება (თბილისის დროით 21:00 საათზე) გაიმართება. რის შემდეგაც თეთრი სახლის ახალი მასპინძელი ოთხი წლით, სწორედ ჯო ბაიდენი გახდება ოჯახთან ერთად.
დღეს ვაშინგტონი ყველაზე დაცული ქალაქია: ინაუგურაცია, რომელიც ანტიუტოპიური ფილმის სცენარს ემსგავსება
ტრამპი მეოთხე პრეზიდენტი იქნება აშშ-ის ისტორიაში, რომელიც თავისი შემცვლელის ინაუგურაციას არ დაესწრება.
პირველად ასე 1801 წელს მოხდა, როდესაც პრეზიდენტი ჯონ ადამსი არ დაესწრო მისი მემკვიდრის, თომას ჯეფერსონის ინაუგურაციას.
1829 წელს პრეზიდენტი ჯონ კუინსი ადამსი (ჯონ ადამსის შვილი) არ დაესწრო ენდიურ ჯექსონის ინაუგურაციას.
ბოლოს ეს მოხდა 1869 წელს, როდესაც თანამდებობიდან წასულმა პრეზიდენტმა ენდრიუ ჯონსონმა უარი თქვა დასწრებოდა ულის გრანტის ინაუგურაციას.
