მერაბ სეფაშვილი “მთავარი არხის” დილის გადაცემას ესტუმრა და საკუთარი რეპერტუარიდან რამდენიმე სიმღერა ცოცხლად შეასრულა. მათ შორის ერთ-ერთის, “ერთი ქალის” შესრულებისას აკომპანემენტი როიალთან ცნობილმა კომპოზიტორმა, ლილიკო ნემსაძემ გაუწია. მერაბმა ვიდეოების გაზიარებისას აღნიშნა, რომ დილის რვა საათზე მომღერლისთვის შესრულება საკმაოდ რთულია, თუმცა მას ეს, რა თქმა უნდა, არ გასჭირვებია.
ვიდეო: მერაბ სეფაშვილმა “ერთი ქალი” ლილიკო ნემსაძის აკომპანემენტით შეასრულა
