LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ორთაჭალაში იყიდება კერძო სახლი, რომელსაც საკუთარი საფეხბურთო მოედანი აქვს

თბილისში, ორთაჭალაში კერძო სახლი იყიდება, რომელსაც საკუთარი საფეხბურთო მოედანი აქვს. გასაყიდი უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია „სიტყვა და საქმეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოჩნდა.

ამავე განცხადებიდან ვიგებთ, რომ კერძო სახლის ღირებულება 4 მილიონი დოლარია, რაც ლარებში 13 მილიონს აღემატება.

„იყიდება, ან ქირავდება თანამედროვე რემონტით, 4 ადგილიანი ავტოფარეხით, ლიფტით, აუზით, ულამაზესი ხედებით, საკუთარი ფეხბურთის მოედნით, საბილიარდოთი, ფიტნესით, უზარმაზარი ტერასებითა და ეზოებით“, – წერია უძრავი ქონების აღწერაში.

აღსანიშნავია, რომ სახლის ფართობი 1430 კვ.მ-ია, ეზოსი – 886 კვ.მ. კერძო სახლს აქვს 7 ოთახი, აქედან 5 საძინებელია.