LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს უმეტეს რეგიონში თოვლია მოსალოდნელი

20 იანვარს სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვან დაცემას ვარაუდობენ. დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია თოვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 იანვრამდე, ღამის საათებში, კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის მოასალოდნელმა დაწევამ -4, -6 გრადუსამდე, შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით, ლიმონის ნარგავები დააზიანოს.

რაც შეეხება ამინდს და ტემპერატურას რეგიონების მიხედვით:

სინოპტიკოსები თოვლს ვარაუდობენ ბათუმში. დღის განმავლობაში მაქსიმალური ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით კი 0.

ითოვებს ქუთაისშიც. დღისით ჰაერი +1 გრადუსამდე გათბება, ღამით ნავარაუდევია -4 გრადუსი ყინვა.

თოვლს ვარაუდობენ ოზურგეთსა და ფოთშიც. ზუგდიდში დღისით +2, ღამით -5 გრადუსი იქნება.

სოხუმში დღისით +2 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ტემპერატურა მკვეთრად იკლებს მესტიაშიც, სადაც ამ დროისთვის თოვს. რაც შეეხება ტემპერატურას, დღისით -6, ხოლო ღამით -15 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვაა მოსალოდნელი ბორჯომსა და ბაკურიანშიც.

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილშიც ასევე ნავარაუდევია თოვლი:

გორში დღისით +1 გრადუსი, ღამით -4 გრადუსი ყინვა;

თელავში დღის განმავლობაში ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსია ნავარაუდევი.

დღისით -1, ღამით კი -3 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, სინოპტიკოსები აქაც თოვლს ვარაუდობენ.

რუსთავში დღისით +3, ხოლო ღამით -3 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში დღეს მოსალოდნელია მცირე თოვა, დღისით +3, ღამით კი -2 გრადუსი ყინვა იქნება.