LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგენდარული ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

დღეს დილით, ლეგენდარული ტელეწამყვანი ლარი კინგი გარდაიცვალა.

ის 87 წლის იყო. ის ბოლო პერიოდში ლოს-ანჯელესის კლინიკაში მკურნალობდა.

ოჯახთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ 2 იანვრიდან კინგი კოვიდ 19-ის დიაგნოზით კლინიკაში იწვა. მან არაერთი დაავადება დაამარცხა, მათ შორის გულის შეტევა. ის ასევე ფილტვების სიმსივნით იტანჯებოდა, კიდევ უფრო ადრე – 1999 წელს პროსტატის სიმსივნეც ჰქონდა.  2019 წელს, ლარი კინგმა ინსულტი გადაიტანა და დამოუკიდებლად გადაადგილებაც აღარ შეეძლო. მას იშვიათად ხედავდნენ ეტლით.

“მე ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ 86 წლის გავხდებოდი” – ამბობდა მაშინ ლარი კინგი. “მამაჩემი 43 წლის გარდაიცვალა. მეც მეგონა ასე მოვკვდებოდი. არაფერზე მაქვს პრეტენზია, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა, შეიძლება კლიშეა, მაგრამ მართლა მადლობელი ვარ” – ამბობდა ლარი კინგი. 
ის 8-ჯერ დაქორწინდა 7 ქალზე როგორც ჩანს ერთ-ერთზე – ორჯერ იქორწინა და 5 შვილი ჰყავდა. აქედან 2 გარდაიცვალა. ერთი 65 წლის ასაკში გულის შეტევით, მეორე – 51 წლის ასაკში ფილტვების სიმსივნით.