LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემურ ჭყონია ბიძინა ივანიშვილზე: “უფრო მაგარი წასვლა იქნებოდა, წასვლის წინ რომ განმეორებითი არჩევნები დაენიშნა”

უფრო მაგარი წასვლა იქნებოდა, წასვლის წინ რომ განმეორებითი არჩევნები დაენიშნა. ეს განცხადება ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გადაცემაში “ფორბს კვირა” განაცხადა.

ჭყონია მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში ივანიშვილი უფრო დიდ პოლიტიკურ კვალს დატოვებდა საქართველოს ისტორიაში.

“თემა არის ასეთი – ის დიდი პროცენტები, რაც მმართველმა პარტიამ მიიღო, ძირითადად ხომ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. სხვა პოლიტიკოსებსაც ჰქონდათ რეიტინგი, მარამ ისეთი არა. სხვათა შორის, ძალიან კარგად თქვა ინტერვიუში – აი, მე ყველაფერი შეგიქმენით და თუ მაგრები ხართ, დამატკიცეთო. ჰოდა, დაამტიცონ”. – განაცხადა თემურ ჭყონიამ.

ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუს მთავარი მესიჯები: რა გვითხრა კომფორტის ზონაში დაბრუნებულმა ბიზნესმენმა

საქართველოს თავისი “ტრამპისეული” ამბავი აქვს – “ვაშინგტონ პოსტი” ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ წერს