LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჯანეტ ქერდიყოშვილმა სოციალურ ქსელში შვილის დაბადების დღის ფოტოები ატვირთა

მოდელმა ჯანეტ ქერდიყოშვილმა პატარა ანნას დაბადების დღის ფოტოები სოციალურ ქსელში ატვირთა. როგორც ირკვევა პატარა ანნამ პირველი ნაბიჯებიც გადადგა.

პროდიუსერისა და ტელეწამყვანის, ნოე სულაბერიძისა და მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილის ქალიშვილი ანნა სულაბერიძე 28 იანვარს ერთი წლის გახდა. იუბილარს დაბადების დღეზე ულამაზესი ვარდისფერი კაბა ეცვა.

პატარა ანნას გამოჩენა საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. როგორც ჩანს ანნა სულაბერიძეს სოციალურ ქსელში მიმდევრებიც ჰყავს.